ანდრეი ერმაკის საქმე - პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ფრონტის ხაზზე

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობიდან გადადგომის შემდეგ, ანდრეი ერმაკი „სამშვიდობო გეგმაზე მომლაპარაკებელ დელეგაციასაც“ ტოვებს. ოფიციალური კიევის პოზიციას აშშ-ში ცხრაწევრიანი ჯგუფი განახლებული შემადგენლობით დაიცავს.

უკრაინული მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკის ნდობით აღჭურვილთა სიაშია უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი, თუმცა ირწმუნებიან, რომ დაზვერვის მაღალჩინოსანი შტატებში არ წასულა და კიევში რჩება.

გუშინ გადამდგარი ანდრეი ერმაკი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს და პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პირდაპირ ფრონტის ხაზზე წასვლას გეგმავს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, აპირებს თუ არა შეუერთდეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.

ერმაკმა, რომელიც ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებისას დელეგაციას ხელმძღვანელობდა, პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფისში ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო შევიდა, ოფიცრებმა გაჩხრიკეს მისი საცხოვრებელი სახლიც.

უკრაინაში კორუფციული სკანდალის შემდეგ, როგორია სამშვიდობო გეგმის პერსპექტივა – სალომე თორაძის რეპორტაჟი.