პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული ანატოლი გიგაურის განაჩენის გამოცხადება გადაიდო. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას განმარტებით, არის კიდევ რამდენიმე საკითხი, რასაც სჭირდება შესწავლა. მისივე თქმით, განაჩენის გამოცხადების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანატოლი გიგაურმა დარბაზში სხდომებს მიმართა და უთხრა, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ტაშით შეხვდნენ. ის წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. ანატოლი გიგაურს ბრალად პოლიციელზე თავდასხმა ედება. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.