ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ისტორიული შედეგი – საქართველომ პირველად ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე სპორტულ წყვილებში ოქროს მედალი მოიპოვა. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა, ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ულამაზესი სანახაობა აჩვენეს და კონტინენტის პირველობა დაიმსახურეს.
ინგლისის ქალაქ შეფილდში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრები ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე იყვნენ, თავისუფალი პროგრამა მაღალ დონეზე შეასრულეს და 129.80 ქულა დაიმსახურეს, ორი დისციპლინის ჯამში კი 215.76 ქულა მოაგროვეს და ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლებს დაეუფლნენ.
მამაკაცთა შორის მოკლე პროგრამა ნიკა ეგაძემ პირველ ადგილზე დაასრულა, ის თავისუფალი პროგრამით 17 იანვარს იასპარეზებს.