ანასტასია გუბანოვამ ევროპის ჩემპიონატზე მეხუთე ადგილი მოიპოვა

ინგლისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში ქალთა შორის თავისუფალი პროგრამით საქართველოს ნაკრების წევრმა, ანასტასია გუბანოვამ მეხუთე ადგილი მოიპოვა. მოკლე პროგრამის შემდეგ გუბანოვა მე-11 ადგილზე იყო. მან თავისუფალ პროგრამაში 128.19 ქულა დაიმსახურა, მეორე შედეგი დააფიქსირა და მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ორი პროგრამის ჯამში 184.36 ქულა მოაგროვა და საბოლოოდ, ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მეხუთე ადგილზე დაასრულა.