ანა ტყებუჩავას სასამართლო

ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული პირების საქმეების განხილვა გრძელდება. იმსჯელეს ცხრა იანვარს გზის გადაკეტვაში ბრალდებულ მსახიობ ანა ტყებუჩავას საქმეზე. ბრალდებულის თქმით, მას გზა არ გადაუკეტია და მისი ადგილზე მისვლის დროს, აქციის მონაწილეებს უკვე დაკავებული ჰქონდათ გზის სავალი ნაწილი. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სხდომა 10 თებერვლამდე გადაიდო.