ანა ნაცვლიშვილის განცხადება
 ანა ნაცვლიშვილი გენერალურ პროკურორს მიმართავს, დაუყოვნებლივ დააყენოს მზია ამაღლობელის გათავისუფლების საკითხი სასამართლოში და შეწყდეს მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე. „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის თქმით, მზია ამაღლობელი არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის ტყვე და მისი პატიმრობა არის უკანონო და დაუსაბუთებელი. ამასთან, როგორც „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი აცხადებს, ბრალდება, რომელსაც ამაღლობელს ედავებიან, არ ქმნის დანაშაულის შემადგენლობას.