ანა დოლიძის განცხადება

ანა დოლიძე საქართველოს პარლამენტს არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ბავშვთა მიმართ ძალადობის გაზრდილ ფაქტებსა და ამ მიმართულებით არსებული საკანონმდებლო ხარვეზების შემსწრე თავად გახდა, მაშინ, როცა მას პირადად გადაუგზავნეს არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ინფორმაციის შემცველი რგოლი.

მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით სერიოზული საკანონმდებლო ხარვეზები არსებობს, რაც დაუყონებლივ გამოსასწორებელია. იუსტიციის საბჭოს წევრის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, ყოველ წელს 100-ზე მეტი ადამიანია მხილებული ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, რაც ძალიან საგანგაშო რიცხვია.

 

დატოვე კომენტარი