ამომრჩეველთა სია

ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადასამოწმებლად ცესკო ამომრჩევლებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს. ცესკო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ცესკო.ჯი – გადამოწმება შესაძლებელია კომპიუტერის, პლანშეტის, მობილურის, ასევე სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით.

ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ ამომრჩევლებს კი ცესკო-ს ვებგვერდზე საკუთარი მონაცემების გადამოწმება აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე შეუძლიათ.

ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები ინფორმირების კამპანიის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ ფარგლებში, საჯარო შეხვედრებს მართავენ და ამომრჩევლებს საკუთარი მონაცემების გადამოწმებაში ეხმარებიან. შესაბამის საინფორმაციო ფლაერებს საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის ყველა ფილიალი გაავრცელებს.