ამოღებულია 18 კილოგრამი მეტადონი

12:11, 29.11.2025
 შინაგან საქმეთა სამინისტრომ 18 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ ამოიღო. დაკავებულია უკრაინის მოქალაქე. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბრალდებულის ავტომობილსა და მცხეთაში, მის საცხოვრებელ სახლშია ნაპოვნი.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი