ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კანონპროექტი სრულად შეესაბამება შარლ მიშელის შეთანხმებას, რომ ამნისტია უნდა შეეხოს ყველა პირს.

ანრი ოხანაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ინტერესში არ ყოფილა ამნისტიის მიღება, დაზუსტდა, რომ ამნისტია მოიცავს 19-დან 21 ივნისის ჩათვლით მოვლენებს. ოპონენტების ძირითად უკმაყოფილებას ის ჩანაწერი იწვევს, რომლის მიხედვით, ამნისტიის გასავრცელებლად პირი უარს არ უნდა აცხადებდეს. მმართველ გუნდს იმედი აქვს, რომ პირველ მოსმენასთან შედარებით, დოკუმენტს მეტი ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერა ექნება.