ამნისტიის შესახებ კანონი

მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონი გაზაფხულამდე ამოქმედდება. ჰუმანური აქტი, სავარაუდოდ, 1000-მდე ბრალდებულსა და მსჯავრდებულს შეეხება, თუმცა კანონპროექტს საბოლოო სახე ჯერ არ აქვს და დეტალები კონსულტაციების შემდეგ დაზუსტდება. იურიდიულ კომიტეტში განხილვებში მონაწილეობას მიიღებენ ადვოკატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რომლებიც საკუთარ შენიშვნებს წარადგენენ.

ამნისტიის კანონპროექტის ავტორი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის მზად არის.

ხათუნა გაგნიძე დეტალებით.