ამნისტიის ორი კანონპროექტი

ცალკეული ოპოზიციური პარტიები იმედს გამოთქვამენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში ამნისტიის შესახებ წარდგენილი კანონპროექტის განხილვისას მათი ინიციატივა იქნება მხარდაჭერილი. ოპოზიციის ნაწილისთვის მიუღებელია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლის მიხედვით ბრალდებულს შეუძლია, გათავისუფლებაზე უარი თქვას.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ მათ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი სრულ თანხვედრაშია შარლ მიშელის დოკუმენტთან. „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, კანონში დაზარალებულთა თანხმობასთან დაკავშირებით არსებულ ჩანაწერში რამდენიმე პოლიციელის პოზიციაც უნდა იყოს გათვალისწინებული.