ამნისტიის ორი კანონპროექტი

ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტის განხილვას პარლამენტი მიმდინარე კვირაში დაიწყებს. ოპოზიციის ნაწილისთვის „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული დოკუმენტი მიუღებელია. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ მათ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი შარლ მიშელის დოკუმენტთან სრულ თანხვედრაშია. უმრავლესობაში იმედს გამოთქვამენ, რომ პროექტზე მსჯელობის დროს მხარეთა პოზიციების დაახლოვება მოხერხდება.