ამნისტიის კანონპროექტის განხილვა

ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტის ინიცირება უქმე დღეების შემდეგ, პირველივე ბიუროს სხდომაზე იგეგმება. საპარლამენტო უმრავლესობამ და ოპოზიციამ დოკუმენტი ცალ-ცალკე მოამზადეს და პარლამენტში ინდივიდუალურად დაარეგისტრირეს.

მმართველი გუნდი იმედოვნებს, რომ საკომიტეტო და სასესიო განხილვისას პოზიციები შეჯერდება და კენჭს ერთობლივ დოკუმენტს უყრიან. ოპოზიციისთვის უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი მიუღებელია. მათი თქმით, ამნისტია მხოლოდ იმ პირებზე უნდა გავრცელდეს, რომელთა მიმართ სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია.

მობილობის შემცირების მიზნით, 4-11 მაისის ჩათვლით, სხვა საჯარო დაწესებულებების მსგავსად საკანონმდებლო ორგანოც ისვენებს. შესაბამისად, მიმდინარე კვირას პარლამენტში არც ბიუროს  და არც კომიტეტების სხდომა გაიმართება. რაც საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილისთვის მიუღებელი და მოულოდნელი აღმოჩნდა.