Amnesty International-ის ანგარიში და უკრაინის რეაქცია

უკრაინის ხელისუფლება „ამნესთი ინტერნეიშენალს“ უპირისპირდება. საქმე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის ბოლო ანგარიშს ეხება, რომლითაც ორგანიზაცია უკრაინის საომარ ტაქტიკას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ უკრაინა სამხედრო ტექნიკის სკოლებსა და საავადმყოფოებში განლაგებით მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხის ქვეშ აყენებს.

უკრაინის ხელისუფლება დასკვნას სიყალბედ, უსინდისობად და ტერორისტის ამნისტიის მცდელობად აფასებს. „ამნესთი ინტერნეიშენალში“ კი ამბობენ, რომ მათი კრიტიკა ფაქტებს ვერ შეცვლის.