ამერიკული მხარის პირობა მორიგი რაუნდის წინ
აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მოლოდინში. ომანში ჩავიდა და მედიატორებს შეხვდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი. იმ შემთხვევაში, თუკი მხარეებს შორის შეხვედრა ჩაინიშნება, აშშ-ის დელეგაციას სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უხელმძღვანელებენ. მორიგი რაუნდის წინ აშშ-ს საკუთარი პირობა აქვს, ვაშინგტონის სურვილია, ირანმა საჯაროდ განაცხადოს, რომ ჰორმუზის სრუტე ღიაა და შეწყვიტოს კომერციული ხომალდებისთვის ცეცხლის გახსნა. მედია წერს, რომ აშშ ამ პირობის დასადასტურებლად ირანს 24 საათი მისცა.
ვითარების განმუხტვის მცდელობის პარალელურად, ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობისთვის შურისძიებას აანონსებს, განაცხადის სისრულეში მოყვანის შემთხვევისთვის, საკუთარი ინსტრუქციები აქვს აშშ-ის პრეზიდენტსაც.
სალომე თორაძის რეპორტაჟი.