ამერიკული ფეხბურთის ამხანაგური შეხვედრა

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ფედერაციისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ინიციატივით, ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. ვაზისუბნის სარაგბო ბაზაზე ერთმანეთს სოხუმის „მეომრები“ და „თბილისი“ დაუპირისპირდნენ.

ეს იყო მოსამზადებელი ეტაპის თამაში, რომელიც საქართველოში ამერიკული ფეხბურთის პოპულარიზაციას ემსახურებოდა და აფხაზეთში გმირულად გარდაცვლილი ჟიული შარტავას 75 წლის იუბილეს მიეძღვნა. 13 მარტიდან საქართველოს ჩემპიონატი დაიწყება, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს და მასში მონაწილეობას ექვსი გუნდი მიიღებს.