ამერიკის უსაფრთხოების სტრატეგია – გამოხმაურებები
რა სურს და რას ელოდება დანარჩენი მსოფლიოსგან? – აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია პოლიტიკური განაცხადი და შესაძლებლობების ახალი დღის წესრიგია. მთავარი კრიტიკის ობიექტი ევროპაა, რომლის ლიდერებსაც ტრამპის ადმინისტრაცია დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრაში ადანაშაულებს. თავისუფალი სიტყვის ცენზურა, მიგრაციული პოლიტიკა, ოპოზიციის ჩახშობა, ეროვნული იდენტობის დაკარგვა, თუკი ამჟამინდელი ტენდენციები გაგრძელდება, 20 წელიწადში ევროპის კონტინენტი შეუცნობელი გახდება, ნათქვამია დოკუმენტში, სადაც საიმედო ტენდენციად ევროპის პატრიოტული პარტიების გავლენის ზრდაა მიჩნეული.
ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტში მკაფიოდ არის გაცხადებული, რომ აშშ-ს სურს, ევროპა დარჩეს ევროპული და მზადაა, დაეხმაროს მას ახლანდელი ტრაექტორიის გამოსწორებაში. ევროპის კრიტიკის პარალელურად, მნიშვნელოვან ინტერესად სახელდება უკრაინაში ომის შეწყვეტისთვის მოლაპარაკებების წარმოება, რუსეთთან კი ტრამპის ადმინისტრაციას სტრატეგიული სტაბილურობის აღდგენა სურს.
როგორი იქნება საქართველოსთვის პოლიტიკური შედეგი, თუკი აშშ საკუთარ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას წარმატებით განახორციელებს, მით უმეტეს, რომ ევროპაში პრიორიტეტებს შორის დასახელებულია ნატო-ს, როგორც მუდმივად გაფართოებადი ალიანსის აღქმის დასრულება.
დესი ვარდოსანიძე ამერიკული სტრატეგიის პოლიტიკური შეფასებებით.