ამერიკის შეერთებული შტატების გაფრთხილება

12:10, 14.06.2025

 აშშ ირანს სავალალო შედეგებით ემუქრება, იმ შემთხვევაში, თუ რეგიონში განთავსებულ ამერიკულ ძალებს საფრთხე დაემუქრებათ. შესაბამისი განცხადება გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, ამერიკელმა დიპლომატმა, მაკკოი პიტმა გააკეთა. მან მხარი დაუჭირა ისრაელის ქმედებებსა და „თავდაცვისთვის აუცილებელ“ ზომად მოიხსენია.

პიტმა ტრამპისა და რუბიოს სიტყვები გაიმეორა და თქვა, რომ ისრაელის თავდასხმების შესახებ შტატები წინასწარ იყო ინფორმირებული, თუმცა, დარტყმებში სამხედრო თვალსაზრისით ჩართული არ ყოფილა.

მსგავსი