ამერიკის ცენტრალური დაზვერვის განცხადება

შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსის, უილიამ ბერნსის თქმით, ვლადიმერ პუტინს „არ სჯერა, რომ თავს უკრაინასთან ომში დამარცხების უფლებას მისცემს“. ის აცხადებს, რომ „უკრაინაში ომის მეორე ფაზა ბევრად სარისკოა, ვიდრე პირველი, რადგან პუტინმა საკმაოდ დიდი ფსონი დადო წარმატების მისაღწევად“. მისივე თქმით, „ომის მეორე ფაზაში კონფლიქტის ბირთვულ დაპირისპირებაში გადაზრდის რისკის სათანადოდ დაუფასებლობა არ ღირს, მიუხედავად იმისა, რომ სადაზვერვო მონაცემებით, რუსეთი არ გეგმავს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას“.