ამერიკელი მკვლევარების ვიზიტი

უცხოელი მკვლევარები საქართველოში. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კლინიკის წარმომადგენლები ქვეყენაში ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებულ რეალობას იკვლევენ. შეხვედრის ძირითადი თემებია დისკრიმინაცია კერძო სექტორში, მედიათავისუფლება და სამართალდამცავი სისტემების მუშაობა.

სპეციალისტები შეერთებული შტატებიდან, საქართველოს კულტურულ და ტურისტულ პოტენციალსაც გაეცნობიან. უცხოელი და ქართველი მკვლევარების ერთობლივი ანალიტიკური საქმიანობის მხარდაჭერის იდეა არასამთავრობო ორგანიზაცია „სექტორ სამს“ ეკუთვნის. ამ ინიციატივამ სტარტი გასული წლის სექტემბერში აიღო.