ამერიკამ თურქეთს სანქციები დაუწესა

ნატო-ს ერთმა წევრმა მეორეს სანქციები დაუწესა. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის უთანხმოების მიზეზი ანკარის მიერ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების, „ეს-400-ებ“-ის შეძენა ხდება. მაიკ პომპეომ ანკარას დღეს მკაფიო გზავნილებით მიმართა. განმარტებების პარალელურად, თურქეთი შეზღუდვებს უსამართლოდ მიიჩნევს და ვაშინგტონს გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს. რეაქციებია მძიმეა მოსკოვიდანაც.