აშშ-მ 60 ქვეყანას ახალი საბაჟო ტარიფები დაუწესა
აშშ-მ 60 ქვეყანას ახალი საბაჟო ტარიფები დაუწესა, 10-დან 13 პროცენტამდე. საუბარია ევროკავშირის, ჩინეთისა და რუსეთის პროდუქციაზე. ვაშინგტონმა გადაწყვეტილება აღნიშნულ ქვეყნებში იძულებითი შრომის წინააღმდეგ არსებული აკრძალვების არასათანადო აღსრულებით ახსნა. ახალი რეგულაციები ზუსტად იმ დროს ამოქმედდა, როდესაც ძალას კარგავდა მანამდე არსებული დროებითი, 10%-იანი გლობალური ტარიფი.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ტრამპის მიერ შარშან „ეროვნული საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ კანონის საფუძველზე დაწესებული 10%-დან 50%-მდე ტარიფები, რომლებიც აშშ-ის სავაჭრო დეფიციტის შემცირებას ისახავდა მიზნად.