დღეს ლეგენდარული ქართველი სპორტსმენის, ქართველი ფეხბურთელისა და საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, ალექსანდრე ჩივაძის 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. ღონისძიებას მოწვეული სტუმრები და მთავრობის წევრები, პრეზიდენტი და პრემიერი დაესწრნენ.
ალექსანდრე ჩივაძე „თბილისის დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი იყო. მისი ერთ-ერთი მთავარი საფეხბურთო მიღწევა, 1981 წელს თასების მფლობელთა თასზე გამარჯვებაა. ალექსანდრე ჩივაძე 1980 წელს საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.