ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი
ალეკო ელისაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. მოსამართლე სათათბიროდაა გასული. დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა თქვა. საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა ბრალდებულმა ელისაშვილმაც. პროკურატურა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს, დაცვის მხარე კი ელისაშვილისთვის წარდგენილ ბრალდებაში მის გამართლებას ან მუხლის გადაკვალიფიცირებას ელოდება.
შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.