ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი

15:18, 22.04.2026

თბილისის საქალაქო სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. აღკვეთი ღონისძიება დღევანდელ სხდომაზე გადაისინჯა. პროკურატურამ შუამდგომლობა პატიმრობის ძალაში დატოვების შესახებ დააყენა, დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობის გაუქმება, ალტერნატივის სახით კი – გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. საბოლოოდ, მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ასევე დღევანდელ პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს.

შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილს უკვე წარდგენილი აქვს ბრალდება, 2025 წლის 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე.

მსგავსი