„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი „ვივამედის“ კლინიკაშია გადაყვანილი. საქართველოს პროკურატურამ ალეკო ელისაშვილს ბრალდება პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე წარუდგინა.
საგამოძიებო უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალეკო ელისაშვილმა აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილი გუშინ საღამოს სასტუმრო „ქორტიარდ მარიოტთან“ ბარიერგადალახული პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ დააკავეს.