ალეკო ელისაშვილი დააკავეს
ალეკო ელისაშვილი დაკავებულია. შსს-ს ინფორმაციით, „ლელოს“ ლიდერმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. გამოძიება ამბობს, რომ შემთხვევის ადგილზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ნახეს, რომლებსაც ელისაშვილმა, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
დაპირისპირებისას მიღებული დაზიანებებით, უწყების ცნობით, მანდატურის სამსახურის ერთ-ერთი წარმომადგენელი სამედიცინო კლინიკაშია გადაყვანილი. დაკავებისას დაზიანებები მიიღო თავად ელისაშვილმაც.
ხატია ჯამალაშვილი ჩაგვერთვება ახლა თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში.