ალეკო ელისაშვილი დააკავეს – შეფასება პოლიტიკურ სპექტრში

18:05, 29.11.2025

ალეკო ელისაშვილი საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში დღეს გამთენიისას დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, „ლელოს“ ლიდერმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა, რა დროსაც მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს, ცეცხლსასროლი იარაღით, წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

დაპირისპირებისას მიღებული დაზიანებებით, მანდატურის სამსახურის ერთ-ერთი წარმომადგენელი სამედიცინო კლინიკაშია გადაყვანილი. დაკავებისას დაზიანებები მიიღო თავად ელისაშვილმაც. „ლელოს“ ლიდერის დაკავებას ეხმაურებიან პოლიტიკურ სპექტრში.  

მსგავსი