ალეკო ელისაშვილი დააკავეს

15:02, 29.11.2025
ალეკო ელისაშვილი დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული და ბრალის წარდგენას ელოდება. მასთან ამ წუთებში ადვოკატი იმყოფება. შსს-ს ინფორმაციით, „ლელოს“ ლიდერმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა, რა დროსაც მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს, ცეცხლსასროლი იარაღით, წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაპირისპირებისას მიღებული დაზიანებებით, მანდატურის სამსახურის ერთ-ერთი წარმომადგენელი სამედიცინო კლინიკაშია გადაყვანილი. დაკავებისას დაზიანებები მიიღო თავად ელისაშვილმაც.
 
ხატია ჯამალაშვილი ჩაგვერთვება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში – რა ახალი გარემოებებია ცნობილი საქმესთან დაკავშირებით?

მსგავსი