ახალწვეულის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის საქმე

„კრწანისის“ სასწავლო ცენტრში 9 მარტს, ახალწვეულის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე დაკავებულ ორივე პირს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. უახლოეს საათებში მათთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

დაზარალებული ქაზიმ გახრამანოვი აცხადებს, რომ ინციდენტში სულ ხუთი რიგითი და ერთი სერჟანტი მონაწილეობდა. წვევამდელი კონფლიქტში მონაწილე ყველა პირის დაკავებას ითხოვს.