ახალქალაქში მომხდარი ინციდენტისას დაშავებულები გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ

ახალქალაქში მომხდარი ინციდენტისას დაშავებულები გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ. “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა, რომლებიც ამ დრომდე კლინიკაში იმყოფებიან, უარი განაცხადეს ხელი მოეწერათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იმ ოქმზე, რომელიც მათ სამართალდამცველებმა კლინიკაში წარუდგინეს.

მათ გამოძიება წვრილმან ხულიგნობას ედავება. რაც შეეხება პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, იმის მიუხედავად, რომ კლინიკამ მათი საავადმყოფოდან გაწერის რეკომენდაცია გასცა, დაშავებულები ჯერ ისევ საავადმყოფოში რჩებიან. მათი უფლებადამცველები აცხადებენ, რომ დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნის მიხედვით, პაციენტებს ჯერ ისევ ექიმების მეთვალყურეობა სჭირდებათ.

მომხდარზე განცხადება გაავრცელა საგამოძიებო უწყებამაც. პროკურატურის ინფორმაციით, 30 ოქტომბერს მომხდართან დაკავშირებით, ხუთ პირს, ბრალი 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით აქვთ წარდგენილი. განცხადების მიხედვით, ახალქალაქში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე პოლიტიკური პარტია“ნაციონალური მოძრაობის” შტაბთან, რამდენიმე პირს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც “ნაციონალური მოძრაობის” შტაბის წევრებმა სხეულის დაზიანება მიიღეს.

სამართალდამცველებმა ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, გამოიკითხნენდაპირისპირებაში მონაწილე პირები. დადგინდა, რომ დაპირისპირების მიზეზი 30 ოქტომბერს, ღამის საათებში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ რამდენიმე ავტოგასამართ სადგურზე საარჩევნო პლაკატების ჩამოხევა გახდა, რის შემდეგაც მათ ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე სადგურის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

სასამართლო პროცესი ახალქალაქში ამ წუთებში უნდა დაიწყოს. სხდომაზე ახალქალაქში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

ბრალის ოფიციალურად წარდგენის პროცესი გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. პროკურატურამ ბრალდება ხუთ პირს წაუყენა. ერთ-ერთი ბრალდებული დეპუტატ ენზელ მკოიანის შვილია, რომელიც ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.

მომხდარზე განცხადება გაავრცელა საგამოძიებო უწყებამაც. პროკურატურის ინფორმაციით, 30 ოქტომბერს მომხდართან დაკავშირებით, ხუთ პირს, ბრალი 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით აქვთ წარდგენილი. განცხადების მიხედვით, ახალქალაქში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე პოლიტიკური პარტია “ნაციონალური მოძრაობის” შტაბთან, რამდენიმე პირს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც “ნაციონალური მოძრაობის” შტაბის წევრებმა სხეულის დაზიანება მიიღეს.

სამართალდამცველებმა ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, გამოიკითხნენ დაპირისპირებაში მონაწილე პირები. დადგინდა, რომ დაპირისპირების მიზეზი 30 ოქტომბერს, ღამის საათებში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ რამდენიმე ავტოგასამართ სადგურზე საარჩევნო პლაკატების ჩამოხევა გახდა, რის შემდეგაც მათ ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე სადგურის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.