ახალი ყინულის არენა თბილისში
თბილისში საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენის მშენებლობა დასრულდა. ყინულის არენა, რომელიც 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას თებერვალში უმასპინძლებს, პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა. პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. მოეწყო 60-30 მეტრზე ზომის ყინულის მოედანი, 700-მდე მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, სავარჯიშო, ქორეოგრაფიული, დასასვენებელი, სამედიცინო დარბაზები. ასევე, გათვალისწინებულია სივრცე კაფესთვის – მოედნის პანორამული ხედით და ავტოსადგომი.