ახალი სტადიონები რაგბის ბაზაზე

სამი სარაგბო ბაზა საჩუქრად ქართველ მორაგბეებს. თანამედროვე აღჭურვილობის სპორტული კომპლექსები ფონდმა “ქართუმ” საქართვლოს რაგბის კავშირს გადასცა. სამივე ბაზაზე ბუნებრივი და ხელოვნურსაფარიანი მოედნები, სავარჯიშო დარბაზები, დოპინგკონტროლის და ვიდეოანალიზის ოთახები, ყინულის და საცურაო აუზებია განთავსებული. თითოეული მოედანი 2 300 მაყურებელზეა გათვლილი.

პროექტი სულ 18 მილიონი ლარი დაჯდა. გახსნის ოფიციალურ ცერემონიას პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარეც ესწრებოდნენ.