შინაგან საქმეთა მინისტრმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ბაჭულაშვილი წარუდგინა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა „112“-ის ახალ დირექტორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.