ახალი კაფე ბათუმის იუსტიციის სახლში
ბათუმის რკინიგზის სადგურზე მდებარე იუსტიციის სახლის ფილიალში „ჯასთ კაფე“ გაიხსნა. ადგილზე მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ფინჯან ყავასთან ან საუზმესთან ერთად მიიღონ ყველა ის დოკუმენტი, რომლებსაც იუსტიციის სახლი გასცემს. გახსნის ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრნენ. მათ ასევე ხელვაჩაურში იუსტიციის სახლის მშენებლობაც დაათვალიერეს.