ახალი გარემოებები ცოტნე გამსახურდიას საქმეში

დამძიმებული ბრალი და ახალი გარემოებები ცოტნე გამსახურდიას საქმეში – მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი 28 წლის ტატო ღარიბაშვილთან ერთად, დღეს კიდევ ერთ პირს წარედგინა. ამჟამად მათ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება, დანარჩენ სამს კი დანაშაულის შეუტყობინებლობას, მათ შორის ცოტნე გამსახურდიას ბავშვობის მეგობარს.

ბრალის დადგენილების მიხედვით, ირკვევა, რომ თავდასხმამდე ცოტნე გამსახურდია ბრალდებულებთან ერთად, ერთ სუფრაზე იმყოფებოდა. რაც შეეხება ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის სტაბილურად მძიმე რჩება.

ხათუნა გაგნიძე გიამბობთ.