ახალი ეროვნული სტადიონის პროექტი

კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი ამჯერად თბილისში განხორციელდება. დედაქალაქში 70 ათასზე მეტ გულშემატკივარზე გათვლილი ეროვნული სტადიონი აშენდება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა უეფას IV კატეგორიის მრავალფუნქციური არენის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. სტადიონი აეროპორტის მიმდებარედ აშენდება. დაგეგმილია ახალი სატრანსპორტო კვანძების მშენებლობაც, რაც მაყურებლების კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს. სტადიონი უმასპინძლებს როგორც ფეხბურთისა და რაგბის საერთაშორისო მატჩებს, ასევე მასშტაბურ კონცერტებსა და სხვა ღონისძიებებს. ახალი არენის მშენებლობა 51 თვეში უნდა დასრულდეს და ამისთვის ბიუჯეტიდან 876 მილიონი ლარია გამოყოფილი.