ახალი დეტალები შვედეთში მოკლული საქართველოს მოქალაქის საქმეზე

12:22, 16.11.2018

შვედეთის ქალაქ კალიქსში 24 ოქტომბერს მოკლული საქართველოს მოქალაქის საქმეზე, გამოძიებამ დანაშაულის ადგილის დადგენა შეძლო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მკვლელობა შენობაში მოხდა. თუმცა, დანაწევრებული ცხედარი მდინარის ნაპირას ადგილობრივმა მაცხოვრებელმა აღმოაჩინა.

პოლიციას ერთი ეჭვმიტანილი ჰყავს დაკავებული. ის 50 წლამდე ასაკის მამაკაცია, თუმცა, იგი ბრალდებას უარყოფს. 2 ნოემბერს სამართალდამცველებმა დანაწევრებული სხეულის კიდევ რამდენიმე ფრაგმენტი აღმოაჩინეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, კომუნიკაციაშია შვედეთთან.

 

მსგავსი