„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადება
არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ იწყებენ აქციების მიმდინარეობისას დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას. მათი თქმით, ქვეყანაში ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი უარს ამბობს სამართლის აღსრულებაზე. ნონა ქურდოვანიძის განმარტებით, სამოქალაქო საზოგადოების მოვალეობაა, შეაგროვოს მტკიცებულებები და დაეხმაროს დაზარალებულებს სამართლიანობის ძიებაში. ისინი მოუწოდებენ საზოგადოებას, დარღვევების შესახებ მიაწოდონ მათ ინფორმაცია.