გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“. განცხადებაში წერია, რომ მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა შსს-ს მიერ ძალადობრივი მეთოდების გამოყენება: ფიზიკური ანგარიშსწორება, მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა მიმართ მუქარა და გინება, ძალადობრივი უკანონო დაკავება, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა, ასევე, ფიზიკურ პირთა დაჯგუფებების ჩართულობა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ. უცნობი პირები ხვდებოდნენ აქციის მონაწილეებს, ორგანიზატორებს და მათი ოჯახის წევრებს სახლებთან ან ქუჩაში, სადაც მათ სასტიკად უსწორდებოდნენ, რასაც ასევე არ მოჰყოლია არანაირი რეაგირება სამართალდამცავი უწყებებისგან. 6 დეკემბერს ასეთი პირები თავს დაესხნენ „პუბლიკას“ ჟურნალისტს, მინდია გაბაძესაც“,- ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.