ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიმართავს გენერალურ პროკურორს, რომ გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის მხრიდან ძალადობის ფაქტზე დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა და მას უფლებამოსილება შეუჩერდეს. საუბარია კადრებზე, სადაც სამართალდამცველებს დაკავებული პირი მიჰყავთ ზვიად ხარაზიშვილის ავტომანქანასთან და ის ფიზიკურად უსწორდება აქციის მონაწილეს.

განცხადებაში ვკითხულობთ: „საია საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს, მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს ზვიად ხარაზიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა, შეუჩეროს მას უფლებამოსილება და უზრუნველყოს გამოძიების ეფექტიანი საპროცესო ხელმძღვანელობა. გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს საპოლიციო ძალების ეფექტიან კონტროლს დაქვემდებარებულ ადამიანზე ზვიად ხარაზიშვილის მიერ განხორციელებული ძალადობა; ასევე, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების კონტექსტში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩადენილი განმეორებითი და სისტემური დანაშაული იწვევს მის, როგორც მეთაურის პასუხისმგებლობას.” – აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.