ახალციხის ბავშვთა საკალათბურთო აკადემია მიღებას იწყებს  

ახალციხის ბავშვთა საკალათბურთო აკადემიამ მოსწავლეების მიღება დაიწყო. მოსწავლეთა რეგისტრაციის პროცესს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური დაესწრო. მერმა მოზარდებს, მათ მშობლებსა და მწვრთნელებს აკადემიაში სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. ახალციხის ბავშვთა საკალათბურთო აკადემიაში სწავლა უფასოა, მას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს. აკადემიაში 4-დან 14 წლამდე ვაჟები და გოგონები ისწავლიან.