ნატო აღმოსავლეთ ფლანგის დასაცავად ახალ სამხედრო მისიას იწყებს და ალიანსის ყველა წევრის დაცვის პირობას დებს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, პოლონეთის საჰაერო სივრცეში 20-მდე უპილოტო აპარატი შევიდა. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა რუსეთი პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა.
აღნიშნული საკითხი განიხილეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზეც. ომის მიმდინარეობისას უპრეცედენტო ინციდენტის შემდეგ, ნატო სამხედრო სწავლებას ატარებს. სამხედრო წვრთნები დაიწყო რუსეთის ფედერაციამაც.