აღკვეთის ღონისძიების შეფარდება

აფრიკაში, უკანონო ნაგებობების დემონტაჟისას, სამართალდამცველის მიმართ ძალადობის მუხლით დაკავებულ 22 წლის ბიჭს, აღმკვეთი ღონისძიების სახით, 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. თანხა ოჯახმა ათი დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.

პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, ადვოკატები კი ბრალდებულის აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ. საგამოძიებო უწყების წარმომადგენელთა განცხადებით, საქმეში არსებობს პოლიციელთა ჩვენებები, ვიდეომტკიცებულებების მოპოვებას კი წინასასამართლო სხდომამდე შეეცდებიან. დაცვის მხარე არ აკონკრეტებს, აღიარებს თუ არა ბრალდებული დანაშაულს, პროკურორი კი ამბობს, რომ მან დანაშაული ნაწილობრივ აღიარა.