აღკვეთის ღონისძიება შსს-ს ყოფილი და მოქმედი თანამშრომლებისთვის
სასამართლო შსს-ს ყოფილი და მოქმედი თანამშრომლებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ორი დაკავებულის პროცესი მიმდინარეობს, კიდევ სამი პირის აღკვეთის ღონისძიებაზე კი მსჯელობა 16:00 საათზე დაიწყება.
ძალადობის ბრალდებით დაკავებულების ადვოკატი მედიასთან საქმის დეტალებზე არ საუბრობს. მისივე განმარტებით, ხელი გაუთქმელობაზე აქვს მოწერილი. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ბრალს აღიარებს.
მაკა ლაშხია ჩაგვერთვება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში.