აღკვეთის ღონისძიება სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში ბრალდებულებისთვის

15:18, 04.04.2026

უფასო სასადილოების ბენეფიციარებისთვის არაკეთილსინდისიერად მომსახურებასა და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში ბრალდებულ ხუთ პირს სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, საპატიმრო გირაო შეუფარდა. უფრო კონკრეტულად კი, შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორს, რეზო ალადაშვილს 100 000-ლარიანი საპატიმრო გირაო, მის კიდევ ერთ თანამშრომელსა და სამ ქვეტკონტაქტორი კომპანიის დირექტორს კი, 50 000-50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდათ. აღნიშნული პირები საპატიმრო დაწესებულებას მას შემდეგ დატოვებენ, რაც ისინი გირაოს გადაიხდიან.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ბრალდებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს, მზადყოფნა გამოთქვეს, რომ ზიანი აანაზღაურონ და გამოძიებასთან ითანამშრომლონ, პროკურატურამ ეს გარემოებები გაითვალისწინა და საპატიმრო გირაოს დაეთანხმა.

მსგავსი