აღკვეთის ღონისძიება

12:09, 24.01.2026

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ფაშისტური-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ორ არასრულწლოვან წევრს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. სხდომაზე პროკურატურა პატიმრობის, დაცვის მხარე კი გირაოს გამოყენება ითხოვდა. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია. გამოძიების ფარგლებში, გენერალურმა პროკურატურამ კიდევ ოთხ პირს წარუდგინა ბრალი არასრულწლოვნის მიმართ წამების, ძარცვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე. პროკურატურის განცხადებით, ოთხივე ბრალდებული პენიტენციურ დაწესებულებაში სხვა სისხლის სამართლის საქმეზე იხდიან სასჯელს.

ორგანიზებული ჯგუფის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ წამების, ძარცვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ამ დროისთვის 22 პირია ბრალდებული.

მსგავსი