აღკვეთის ღონისძიება

18:18, 03.01.2026
31 დეკემბერს თბილისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს, მისმა ადვოკატმა კი სასამართლო სხდომაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, 20 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა, მოსამართლემ ის არ დააკმაყოფილა.
გამოძიების ინფორმაციით, ზურაბ ავალიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიაყენა დაზარალებულს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ის ასევე უკანონოდ ინახავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „მეტადონს“.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე წარედგინა. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი