აღკვეთის ღონისძიება

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალი კიდევ 16 პირს წარედგინა. მათგან, ხუთი დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე საქალაქო სასამართლოში პროცესი ამ წუთებში უნდა დაიწყოს. როგორც ცნობილია, პროკურატურა ოთხის შემთხვევაში, პატიმრობას ითხოვს, მარიამ მეყანწიშვილთან დაკავშირებით კი გირაოს გამოყენების შუამდგომლობას აყენებს.

დღესვე, 20:00 საათისთვის არის ჩანიშნული კიდევ ათი პირის სასამართლო პროცესი. ბრალდების მხარე ყველა მათგანის პატიმრობას ითხოვს. დღესვე 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალი კიდევ 16 პირს წარედგინა. მათგან ხუთის სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. 4 პირზე მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა და აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული მარიამ მეყანწიშვილი კი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდება. დღესვე, 20:00 საათისთვის არის ჩანიშნული კიდევ ათი პირის სასამართლო პროცესი. ბრალდების მხარე ყველა მათგანის პატიმრობას ითხოვს.